თენდება

თენდება.
4:44
ვიხედები ფანჯრიდან.
ნახევარი ცა თეთრია, ნახევარი – ლურჯი.
შუაში უზომოდ სასიამოვნო გარდამავალი ფერია, სიტყვებით მიჭირს…
როგორც მე და შენ.
ვიხედები ფანჯრიდან და ვიღიმი, ბედნიერი ვარ.
თენდება და ფანჯრიდან ულამაზესი ფერები შემოდის, ცოტა ქარიც მიშლის თმას და ახლა ისე მჭირდება შენი კოცნა მხართან, როგორც არასდროს დამჭირვებია ლოცვა ან წყალი. მარტო ვარ და მჭირდება, მჭირდება შენი ხელის ჩაკიდება, როგორც სამი წლის ბავშვს, რომ არ წაიქცეს.
შენ იცი, რომ ვიცვლები, ყოველი წამის ყოველ მეასედში ვიცვლები და შეიძლება აღარასოდეს ვიყო ისეთი, როგორიც ცამეტი წამის წინ ვიყავი, მაგრამ ისიც იცოდე, რომ ეს და მომავალი ცამეტი წამიც შენი ვიქნები. შენი ვიქნები იმიტომ, რომ ჩემი ყველა ფიქრი შენ გიკავშირდება.
თენდება, საყვარელო…
თენდება და მაკლიხარ იმდენად, რამდენადაც ვერასდროს დააკლდები სხვა დღეს ვინმე სხვას იმიტომ, რომ ეს დღე მხოლოდ დღესაა და მეც მხოლოდ მე ვარ.
ფეხის წვერებზე დავბორიალობ ოთახებში, რომ არ გაგეღვიძოს ოთხი ბინის იქით, სახლის ყველაზე ჩუმ ოთახში.
მეღიმება.
ფანჯრიდან ვიხედები, ჩემი მარცხენა ხელი გიჭირავს სამი წლის ბავშვივით, შენს ტუჩებს ვგრძნობ მხართან, ცა ისევ ორ ფერშია,
როგორც მე და შენ.
მერე შენ აივნის კარსაც აღებ.
სამ საათზე ნაკლებ დროში გათენდება, ჩემო საყვარელო.
სამ საათზე ნაკლები გვაქვს, რომ ერთად გვეძინოს.
მხოლოდ დღეს.
სამი ათასწლეული არ მეყოფოდა…
სამი წერტილი
და
მე შენ გვერდით მძინავს, თმას ისევ მიშლის ნიავი და
ჩემი ხელი შენს ხელში.
ცამეტი წუთის წინ ფეხის წვერებზე დავდიოდი შუშებიანი კარის იქით რომ არ გაგღვიძებოდა.
ახლა შენ გვერდით ვწევარ და შენი კოცნა მხართან…
ძილინებისა, ჩემო საყვარელო, გათენდა.

tumblr_lnti0c5dNb1qjki9xo1_500

Advertisements

3 thoughts on “თენდება

  1. ვიძინებდი, მაგრამ მგონი მომიწევს მეც დამათენდეს შენი პოსტების კითხვაში ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s