არდაწყებული

ქუჩაში ვდგავარ, თავჩაღუნული და შეციებული. ქალაქი თითქოს ცარიელია. მხოლოდ მანქანები და აქა-იქ გამვლელები მოძრაობენ.
მე ვდგავარ.
თავჩაღუნული და შეციებული.
არ მეღიმება, საერთოდ არ მეღიმება.
კაპიუშონი მახურავს და მიწას ვუყურებ.
ველოდები, საოცარი ღელვით ველოდები. ძალიან დიდი ხანია ასეთი შინაგანი ღელვითა და ემოციით არავის დავლოდებივარ. ყოველ წამს უფრო და უფრო მცივდება, მაგრამ ჩემი ღელვა იმდენად ძლიერია, მოლოდინის იმდენად მეშინია, შეხვედრა იმდენად მახარებს, სიცივე რაა ამ განცდებთან?!
ღმერთო, ახლაც მახსოვს, ზუსტად იმავეს განვიცდი, რასაც მაშინ..

ვხედავ და მომენტალურად ვითიშები. გონებაში დაწყობილი უამრავი აზრი მერევა და მხოლოდ მას ვხედავ.
თვალებში ვერც ჩავხედე.
ვიდექი და მიხროდა.
უამრავზე უამრავი შემიძლია დავწერო, მაგრამ მხოლოდ იმას დავწერ, რაც არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან.

იმდენად სასიამოვნოა, როცა კიბეზე ჩადიხარ, გარეთ გახვალ და ხედავ.
დგას და გელოდება.
დგას და გელოდება.
შენ გელოდება მხოლოდ.
და ეს გრძნობა იმდენად აღგამაღლებს, ღიმილს ვერ იკავებ.

ისევ მივდივართ. ვთხოვ, რომ სკამზე დავსხდეთ.
ვსხედვართ, ცოტას წავილაპარაკებთ და ვჩუმდებით.
არა, სიჩუმე მართლა კარგია.
არაუშვს ყველაფერს შევეჩვევით.
ყველაფერს..
ჰო, ჰოდა
იქაც, იქ ჯდომისას, ჩემში არასდროს კლებულობს ემოცია და იმ დროს მე ვარ იმდენად სავსე, რომ თავისუფლად შემიძლია ისევ შემიყვარდეს. ამდენი ხნის მერე, შემიძლია შემიყვარდეს.

ძალიან ბედნიერი ვარ და ახლაც, გახსენებისას, როცა ისევ თავიდან განვიცდი ყველა შეგრძნებას, ისევ მეღიმება და ისევ ბედნიერ ვარ.
მინდა, რომ ჩუმად ვიყოთ.
ვიყო.

ვდგავარ.
მცივა.არა, არ მაქვს გაყინული ხელები
ვდგავარ და ვწერ.
და ველოდები ისევ..
მეღიმება.
კაპიუშონი აღარ მახურავს.მიწას ვუყურებ, ოღონდ ფანჯრიდან.
ვდგავარ და არ ვიცი, რა იქნება.

large (2)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s