ისევ.

ჰო, ასეა……………………………………….

ახლა ის მომენტი მაქვს, თავიდან რომ ფიქრობ უამრავ რამეს დავწერო, მაგრამ, როგორც კი წერას შეუდგები, ყველა სიტყვა რომ გავიწყდება. გონებაში მხოლოდ მოგონებები მიტრიალებს.

მოგონებები.

ძნელი სიტყვაა. უფრო სწორად, სიტყვა კი არა, სიტყვის შეგრძნებაა ძნელი, გახსენება ყველაფრის. ჰო, გახსენებაა მტკივნეული და არა მოგონება, რომელიც არსებობს. მტკივნეულია საშინლად. მოგონებები უსასრულოა. შეგიძლია ერთი და იგივე მოგონება უამრავჯერ გაიხსენო და ყოველ ჯერზე ზუსტად იმავენაირად გეტკინოს, როგორც პირველი გახსენებისას.

ისევ ამერია ფიქრები, რომლებიც დაწერამდე დალაგებული მეგონა. მაპატიე ჩემი არეულობა. ბევრს არ გთხოვ, პრინციპში, მე სულ არეული ვიყავი.

ვერა, ვერ დამარწმუნებ, რომ იმავეს არ განიცდი! ამდენი რამ არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს! არ შეიძლება, არა! და თუნდაც შენთვის ეს უკვე აღარაფერს ნიშნავდეს, შემეშვი, მეგონოს, რომ შენ ისევ განაღვლებს.. მე კიდევ დიდხანს ვიქნები სუსტი. კიდევ დიდხანს ვიფიქრებ, დიდხანს მეგონება, რაც მგონია მას მერე, რაც აღარ ვარსებობთ ერთად..

სინანულიც კარგი სიტყვაა თავისებურად. მინდა, რომ ნანობდე უჩემობას. მე იმდენს ვფიქრობ, შემიძლია საკუთარი თავი არარეალურში დავარწმუნო და ძალიან გთხოვ, ნუ ეცდები გადამარწმუნო რამეში. მე მართლა ძალიან სუსტი ვარ, რომ ყველაფერს გავუძლო. გამიშვი, მეგონოს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც მინდა, რომ იყოს..

ღმერთო,
რა აუტანელია ყველაფერი ეს!

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ისევ მომინდა მეწერა. ისევ შენზე. მაპატიე, ხანდახან მგონია, რომ ყველაფრის შეცვლა შემეძლო. ისევ ჩემი სისუსტე.. თუმცა შემეძლო, მაგრამ ისევ უამრავი რამის ფასად. შემიწირავს ეს ყველაფერი.

სიკვდილი გამოსავალი არ არის. ამას ალბათ ცხოვრებაში პირველად ვამბობ და ცხოვრებაში პირველად არ მინდა მოვკვდე იმიტომ, რომ მგონია, კიდევ არსებობს რაღაც..
ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე მინდა სიმართლე ვიცოდე ყველაფერზე! მე და შენ ხანდახან ვგავართ ერთმანეთს. ერთი და იმავე მიზეზების გამო ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ რაღაცებს. არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ სანამ ყველაფერი კარგად იქნება, იქამდე ყველაფერი ცუდადაა.

არ მინდა, რომ არასწორად გეგონოს რამე. მინდა ისე იფიქრო, როგორც მე. ვიცი, ძნელია. ყველაფერი ძნელია. როცა ასეთი რაღაცები ხდება, ყველაფერი ათმაგად მძიმდება და ცხოვრება აუტანელ მუსიკას ემსგავსება, რომელიც გინდა გამორთო, მაგრამ არ შეგიძლია. შენი მუსიკა სულ სხვამ ჩართო და გაიძულებს მოუსმინო. თუმცა მას სულაც არ უნდა რაიმე გაიძულოს, მაგრამ ეს თავისთავად ხდება. დამნაშავე არც შენ ხარ, ასე რომ.

ველოდები წუთს, როცა გადავწყდებით.. ვიარსებებთ თუ არა?!

ჰო, ისევ………………………………………

large (3)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s