ომი სიყვარულია

tumblr_lisuukYg2C1qb8pybo1_500_large

ხომ შეიძლება, რაღაც გიხაროდეს?! რაღაც ცუდი, ძალიან ცუდი.. მაგრამ მაინც გიხაროდეს. ან, უფრო სწორად, გაბედნიერებდეს.. არა, უბრალოდ  ბედნიერება რომ იპოვო იმაში, რაშიც ვიღაც მხოლოდ უბედურებასა და ცუდ ხედავს.. ჰო, ყველაფერი შეიძლება:

ნგრევა, ხმაური, გაბმული წუილი, ყვირილი, ტირილი, ნგრევა..
სახლიდან შეშინებული გავდივარ. არაფერი მანაღვლებს. თავში მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს. ქუჩაში გასვლისთანავე დაბნეული ვათვალიერებ არემარეს. თავში ისევ ჩვეული ფიქრი.. ჩემს ფიქრს მივყვები, იქით ვიხედები, ვხედავ. ლურჯი ზედა აცვია, დაბნეულია, შეშინებული.. ყველანაირი აზრი მეფანტება, მხოლოდ მას ვხედავ, ჩემი ერთადერთი საზრუნავი ისაა და მზად ვარ ცეცხლში გავიარო, ოღონდ ჩემ გვერდით იყოს!

გავრბივარ.
გაკვრით ვხედავ გვამებს და დაჭრილებს გარშემო. მისი მწვანე თვალები ანათებენ და ეს ნათება ხდება ჩემი მიზანი!
დამინახა, გავახსენდი, თუმცა ძლიერი ჩახუტება არ ეუცნაურა. ეს ის დროა, როცა არაფერია უჩვეულო და გამაოგნებელი!
..და ჩვენი ჩახუტება, იმედის მომცემი.
ქალაქი ხალხისგან იცლება, ხალხი – სისხლისგან.
ქალებითა და ბავშვებით გატენილი უამრავი მანქანა ტოვებს ქალაქს. ყველა ჩქარობს, ნგრევა გრძელდება.

უკანასკნელ მანქანაში ერთი ადგილია დარჩენილი, ქალაქში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. ვიღაც გვეძახის, რომ ჩქარა მივიდეთ, მანაქან უნდა დაიძრას..
ხელს მკიდებს, ძლიერად მიჭერს და ესაა ყველაფერი: ომი, მშვიდობა, სიყვარული, სინანული, მსოფლიო, ქვეყანა, სიძლიერე, რწმენა, ნდობა, ჰაერი, სითბო, სინაზე, შიში, სუნთქვა, ბედნიერება, შეგრძნება, შეჩვევა, სახლი, ოჯახი, სიცილი, ტირილი, სიგრილე.. ეს ყველაფერია და ეს ყველაფერზე მეტია! მიყურებს, ვუყურებ და არც ერთი ვაპირებთ წასვლას ერთმანეთისგან. მანქანა მიდის.

ვდგავართ ასე, ხელჩაჭიდულები და უკანასკნელ მანქანას თვალგაყოლილები.

და რა იქნება მერე..
მას უკვე არ აქვს სიკვდილის უფლება, არც მე. ჩვენ ავირჩიეთ და დანარჩენს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.
ეს რომ ომია მე შენ გიპოვე, ბედნიერი ვარ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s