შემთხვევა

tumblr_lyxrraGk7l1qieq9mo1_500_large

სანამკითხვასდაიწყებდეთ:
ეს მოხდა გუშინ, 2013 წლის 18 სექტემბერს.

 

მე მახსოვს:

ჩემთვის მშვიდად და უდარდელად მოვდივარ. არა, ვიტყუები! უდარდელად სულაც არ ვარ. პირიქით, ბევრ რამეზე ვფიქრობ, ვდარდობ, ვხუწვარ, მაგრამ ყველაზე აღმატებული, რომელზეც შეიძლება იშვიათად ვისაუბრო, ვიფიქრო, გავიხსენო მაინც ყოველთვის გონებაშია, ყოველთვის არის ჩემში რაღაც თუ ვიღაც, რასაც (თუ ვისაც) არასდროს ავიწყდება ეს.

მეგობარს ველაპარაკები და მთელი ამ ხნის განმავლობაში გონებაში ერთი აზრი მიტრიალებს (ისე, ეს აზრი სულ მიტრიალებს, მაგრამ არასდროს ვამბობ ხმამაღლა): ახლა რომ შემხვდეს..
“ერთხელ აქ დავინახე, რომ შედიოდა. მეგობართან ერთად იყო..” – ვეუბნები მეგობარს და ვიღაც (თუ რაღაც) ორგანიზმში დალექილ აზრს ამღვრევს. ისევ მომიცვა მან.
წინ გრძელი, ერთფეროვანი და მზით განათებული გზაა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. იქნებ იმიტომ, რომ ჩემი აზრის სისულელეში თვითონვე ვარ დარწმუნებული?! ალბათ, მაგრამ ხომ იცი, ადამიანს ყოველთვის რომ გაქვს რაღაც წერტილი, თუნდაც იოტისოდენა იმედი იმისა, რომ შენი ნაფიქრალი შეიძლება გამართლდეს.. მგონი ეს მაძლებინებდა. ანა არა! ყოველთვის მიჭირდა საკუთარ თავთან საუბარი, კამათი, განსჯა. ვერასდროს მივდიოდი სასურველ, ჭეშმარიტ ან თუნდაც არაჭეშმარიტ აზრამდე.
ჰო, მეგობარს ველაპარაკები. მას ვუყურებ და შემთხვევით ვიხედები წინ.. და აი, ახლაც წერის დროს, შესაძლოა იმაზე ათასჯერ და ათიათასჯერ ნაკლებად, მაგრამ მაინც განვიცდი იმავე ემოციას, რასაც მაშინ: კიდურები საშინლად მიმძიმდება, თითქოს ერთიანად ალკოჰოლის დიდი დოზა მივიღე. თავბრუ მეხვევა და ხელს მეგობარს ვკიდებ. თვალებში მიბნელდება. დიდი ხნით სმენაც მიქვეითდება, გარემოს ვეღარ აღვიქვამ და ერთსა და იმავე სიტყვებს ვიმეორებ ჩემდაუნებურად. მინდა, რომ უდარდელად, შეუმჩნევლად, მშვიდად გავიარო, მაგრამ მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩა და მე უკან ვიხევ. მის პირდაპირ ვსწორდები, ნერვიულად ვიკიდებ ხელს თმაზე, კისერზე, მხარზე.. ისევ თმაზე, თავზე, მხარზე. რატომღაც მგონია, რომ ჩამეხუტება, მაგრამ არაფერი მსგავსი. ვგრძნობ, რომ ვკანკალებ. მესმის სიცილის ხმა მარცხნიდან. მგონი მარჯვნიდანაც იცინიან, მაგრამ მარცხნიდან უფრო მკვეთრია ხმა იმის კვალობაზე, რომ სხვა არაფერი მესმის. მინდა, უკან მივიხედო, მაგრამ გაშეშებული ვარ. ისევ ვკანკალებ. ჩემ წინ დგას და ვხვდები, რომ მასაც ეცინება. ჩემ უკან მდგარ ბიჭებს უყურებს, მერე მე მიყურებს. “კარგი, შენ თუ არ (ან მე თუ არ) ამბობ (ან იტყვი, ან აპირებ თქმას) წავედი (ან წავალ)” – რაღაც მსგავსს მეუბნება, ხელს მადებს მარჯვენა მკლავზე, რომლითაც ისევ ნერვიულად ვაწვალებ თმას, კისერს, მხარს, ისევ თმას.. წამით მომაფიქრდება, რომ რაღაც ვუთხრა, მაგრამ გადავიფიქრებ.. რომც ვიცოდე, რისი თქმა მინდა, მაინც ვერ ვიტყვი, მეტყველების აპარატი არ მემორჩილება. (მალევე) ხელს მიშვებს, მიდის. მინდა, რომ მივტრიალდე, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი. ვხვდები, რომ წავიდა და აღარ დაბრუნდება. ეს აზრი მაგიჟებს და გამოსავალს ცრემლებში ვხედავ. მერე მეგობარს მივყავარ, მხოლოდ გზას და მზეს ვგრძნობ. “არ მეგონა, ასე ძალიან თუ გიყვარდა..” – ისევ ცრემლები. ვტირი იმიტომ, რომ წავიდა და აღარ დაბრუნდება. არ მინდოდა, რომ წასულიყო. ანდაც წასულიყო, მაგრამ ჩამხუტებოდა.. ვტირი, ნეტავ არ წასულიყო.

tumblr_lu310bI0Dt1qb8pybo1_500_large

 

მეგობრის მონაყოლიდან:
“გაჩერდი. ძალიან კანკალებდი, ძალიან! “რა გჭირს; კარგი, მარიამ; რა მოხდა; რა იყო” ტიპის კითხვებს გისვამდა. მსუბუქად გკრავდა ხელს. მე ვერ შემამჩნია, სანამ გამარჯობა არ ვუთხარი და “უი, გამარჯობაო” მერე მითხრა. უკან გაიხედა, ის ბიჭები იცინოდნენ, რა ხდებაო–კითხულობდნენ. მასაც ეცინებოდა. ძალიან კანკალებდი, ძალიან! მე გთხოვდი, წამოდი–მეთქი, მაგრამ ადგილიდან არ იძროდი. რვეულები ლამის ხელიდან გაგიცვივდა. მერე ის წავიდა, მე შენთან მოვედი, ხელი მოგკიდე და წამოგიყვანე. უკან გავიხედე – მას არ გამოუხედავს. სკამზე დავსხედით, შენ ბევრი წყალი დალიე. მე მართლა არ მეგონა, ასე თუ გიყვარდა, რაღაცნაირად.. პირველად ვნახე.”

 

დასკვნა:
შენ სულაც არ ფიქრობ იმაზე, რაც მოხდა. მგონია, რომ მომხდარის მერე ჩვეულებრივ გააგრძელე გზა და იმ ორ ბიჭს აუხსენი, რა მოხდა “სინამდვილეში”. მეგონა, დაინტერესდებოდი მართლა სინამდვილეში რა მოხდა და დამირეკავდი ან მომწერდი, თუმცა სულ ტყუილად.. მე მაინც მგონია (ესეც ტყუილად), რომ არსებობს კიდევ რაღაც.. უმნიშვნელო მაინც. ხომ იცი, ადამიანს ყოველთვის რომ გაქვს რაღაც წერტილი, თუნდაც იოტისოდენა იმედი იმისა, რომ შენი ნაფიქრალი შეიძლება გამართლდეს..

tumblr_lxcusyVKkH1qa4pgdo1_500_large

“ჰო, მართლა”:
დაბადების დღეს გილოცავ. ერთი დღის დაგვიანებით..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s