წავიდოდი

roof

წავიდოდი. დავჯდებოდი რომელიმე დაბალჭერიანი სახლის გახუნებულ სახურავზე და დავხუჭავდი თვალებს. ღრმად ჩავისუნთქავდი ნესტიან ჰაერს. ისე ღრმად, რომ სხეულში წვა მეგრძნო. გამომშრალ კანს მზეს მივაფიცხებდი. მექნებოდა სველი თმა და თვალები, სრულიად უმიზეზოდ. გადავიწევდი თხელი კაბის სამხრეებს, რომ მზის სუნი ამსვლოდა მხრებზე. სინათლის შემხედვარეს გამეღიმებოდა და თვალებს ძალიან ნელა გავახელდი, მზის სხივები თვალს მომჭრიდა, თვალებმოჭუტული ღიმილით ჩავხრიდი თავს და მარცხნივ გავიხედებოდი. ისევ ნელა დავიბრუნებდი მხედველობას, რადგან შენს სუნთქვას გავიგონებდი (არ მომინდებოდა, უცებ დამენახე და შენი სუნთქვა დამეფრთხო). ამ ნეტარებას გავწელავდი და თვალებს ისევ დავხუჭავდი. არ მინდა შეხება, სრულიად საკმარისი იქნებოდა შენი თბილი სუნთქვის შეგრძნება ჩემს თავზე, თმას რომ ოდნავ მიწეწავს..

ლოყაზე ხმაურიანად მაკოცებდი, მე გადაჯვარედინებულ ფეხებს მოვიკეცავდი და თავს მხარზე მოგაყრდნობდი.
…და ასე მზის ჩასვლამდე.

                                                                 მერე თვალებს ისევ ნელა გავახელდი, ზურგით დახრილ სახურავზე გადავწვებოდი, ხელებს გულზე დავიწყობდი, ღრმად, სხეულისამწველად ჩავისუნთქავდი, ისევ დავხუჭავდი თვალებს და უშენოდ შენიან შუა დღეს გავიხსენებდი.
…და ასე მზის ამოსვლამდე.
წავიდოდი.

                                                                                                  სიყვარულით, მე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s