ჩაი ორზე

ns0w1

ზამთარია, ცივა და მცივა. მომბეზრდა ოთხკედელსშუა გაუმიზნავად ჯდომა. ვიცვამ ჩემს ნაქსოვ ჟაკეტს, საყვარელი ლურჯი კაშნე და თეთრი ქუდი შავუ ფიფქებით. წავალ, ჩავივლი, ზამთრის ფანტელებს დავადნობ კანზე. უსახურად ჩამოთოვილ ქუჩებს გავივლი და გზის იქით სიხფერ, ძველ, მქრქალ ნათურებით განათებულ მაღაზიას ვხედავ. ძალიან დამაინტერესა, გზა გადავჭერი და კარი შევაღე. შესვლისთანავე ხმა გაისმა, თითქოს ზეციურმა ზარებმა გაიწკრიალესო. გაყინული სახე უეცარმა სითბობ გამილღო. ოთახში უნაზესი მუსიკა ისმოდა. საერთოდ, კლასიკა მიყვარს, მაგრამ ყოველი ნოტი უცხოდ და მაინც საოცრად ახლოდ მეჩვენა. თითქოს ყველაფრიდან იღვრებოდა მუსიკა: წიგნებიდან, რაც აქ უამრავი იყო, თბილი ფერებით შესრულებული სურათებიდან, ოთახიდან, რომლიდანაც საოცრად არომატული ფუნთუშების სუნი გამოდიოდა. ოთახში, მარცხნივ კიბე იყო, რომელსაც ღია მეორე სართულზე ავყავდით. ძალიან ვიწრო ადგილას შუაში მაგიდა იყო, გარშემო უამრავი წიგნის ხის თარო. იყო სიძველისა და ფუნთუშების სუნი. კიბის ქვეშ, დახლთან სათვალიანი ქალი წიგნს კითხულობდა. ოთახიდან, საიდანაც ფუნთუშების სუნი გამოდიოდა, ვიღაცამ დაიძახა:
–ჩაი რომელი? ხილის თუ მწვანე, ჟასმინის?
სათვალიანმა ქალმა შემომხედა, ჩემს პასუხს ელოდნენ.
–ხილის, თუ შეიძლება.
–აჰა, ფუნთუშა ქიშმიშით თუ რძით?
დავიბენი:
–რძით, ქალბატონო.
სათვალიანმა გამიღიმა და კითხვა განაგრძო. მე მეორე სართულზე ავედი. მაგიდასთან ორი სკამი იდგა. დავჯექი და მაშინღა შევამჩნიე გადაშლილი წიგნი. ფურცელი ჩავკეცე, ავტორი და სათაური წავიკითხე, არ დამამახსოვრდა. ამ დროს კიბის ხმა გავიგე. სასიამოვნო გარეგნობის, ქერათმიან ქალს ჩემთვის ხილის ჩაი და რძიანი ფუნთუშები მოჰქონდა.
–გამარჯობა, მე ლარა ვარ. თქვენ ალბათ ახალი ხართ, ადრე არ შემოსულხართ. აი, თქვენი ჩაი და ფუნთუშები.
ძალიან დავიბენი, გავოცდი, ხმა ვერ ამოვიღე.
–რამე მოხდა? რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს – შეწუხდა ლარა – სიცხე ხომ არ გაგიზომოთ? იქნებ გაციებული ხართ? გრიპის საწინააღმდეგო ჩაის მოგიტანთ, კენკრის არომატით.
ლარა დაფაცურდა და მეც გამოვერკვიე:
–არა, არა რის საჭირო. უბრალოდ, გაოცებული ვარ ასეთი დახვედრით..
–ააა.. – გაეღიმა ლარას – რომელ წიგნს წაიკითხავთ?
–იქნებ, თქვენ შემირჩიოთ.. – ვთქვი უხერხული პაუზის შემდეგ.
–ბალზაკის “შაგრენის ტყავზე” რას იტყვიღ?
–სად შეიძლება ამ წიგნის მოძებნა?
–ასო ბ–ზე ნახეთ, ბალ–ზა–კი – დამიმარცვლა ლარამ – ანდაც, თვითონ მოგიტანთ – თქვა, როცა ჩემი დაბნეული სახე დაინახა. ჩაი და ფუნთუშები მაგიდაზე დააწყო და წიგნის მოსატანად წავიდა.
–ქალტაბონო ანე, “შაგრენის ტყავი” მინდა, ბალზაკის. – ეს გავიგონე და კარიც გაიღო. შემოვიდა ვიღაც კაცი, ქუდი მოიხადა, წითელი კაშნე მოიხსნა, ქურთუკი გაიხადა და ხმამაღლა დაიძახა:
–როგორც ყოველთვის, ლარა. – შემდეგ სათვალეებიან ქალთან მივიდა:
–ანე, როგორ ბრძანდებით?
–კარგად, ვიტე, შენ როგორ ხარ? როგორ მოგვანატრე თავი..
–ჰო, მეც მომენატრეთ, ქალბატონო, მეც.. რას კითხულობთ?
–რასაც ყოველთვის – დაიმორცხვა ქ–ნ ანემ.
–ოჰ, ანე, რამდენჯერღა უნდა გადაიკითხოთ?
–არ მბეზრდება – გაეღიმა ანეს. ვიტემაც გაიღიმა და ზემოთ ამოსვლა დაიწყო. მე შემეშინდა, ალბათ, მის ადგილზე ვიჯექი. ამოვიდა, შემომხედა, გაიკვირვა, ცოტა ხანს (მე–შეშინებული, ის–გაოცებული) ვიდექით ასე. მერე აზრზე მოვედით:
–თქვენს ადგილზე ვზივარ? – შევწუხდი მე.
–ჩემს ფუნთუშებსა და ჩაისაც შეექცევით – გულახდილად აღიარა მან.
–ღმერთო, მაპატიეთ! – წამოვდექი მე, მაგრამ წამის ნახევარში დავეჭვდი და იმ ადამიანის სიამაყით მივხედე, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში:
–ჰმ! ეს ჩემი ჩაი და ფუნთუშებია! ახლახან მომიტანა ლარამ!
გაეცინა.
–ვიცი, ვიცი, უბრალოდ მეც სულ ხილის ჩაის ვსვამ რძიან ფუნთუშებთან ერთად, ეს ჩემი შეკვეთა არაა.
ის წიგნი აიღო, წეღან რომ დავხურე. ჩაკეცილ ადგილას გადაშალა და წაიკითხა:

“ერთი წუთით შევჩერდი, მინდოდა გამეგო ამ აურზაურის მიზეზი, მაგრამ ცნობისმოყვარე მოსახლობისაგან ბევრი ვერაფერი შევიტყე, ბრბო არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ჩემს გამოკითხვას და ერთმანეთს ჯგლეთით სასტუმროსაკენ მიიწევდა.“
ისევ გაეცინა, ამჯერად მეც!
–წიგნის სანიშნეზე თუ გსმენიათ რამე? – მკითხა მან სერიოზულად, როცა ჩაკეცილი გვერდის გასწორება სცადა. მე გავშრი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
–წიგნი არ უნდა დააზიანო! – მითხრა სერიოზულად. მე ოროსანი ბავშვივით ვწრიალებდი და არ ვიცოდი, რა მეთქვა, რა გამეკეთებინა. სულელივით თავი ჩავხარე და ფუნთუშების თეფშს დავუწყე წვალება. გაეცინა, წიგნი ისევ ჩაკეცა და მაგიდაზე დადო. მე გავოცდი:
–შენ რა, წიგნი ჩაკეცე? – ვკითხე შემაძრწუნებელი ამბის გამგონე ადამიანივით. მან ისევ გაიცინა და სკამზე ჩამოჯდა.
–დაბრძანდით – დავჯექი.
–ვიტე – ხელი გამომიწოდა.
–ფრანკა – ხელი ჩამოვართვი. მან ხელზე მაკოცა. ლარა შემოვიდა და ვიტესთვისაც შემოიტანა ჩაი და ფუნთუშები.
–ერთად ხომ არ დაგველია ჩაი? – შემომთავაზა ვიტემ.
–რატომაც არა – გავუღიმე მე. ლარამ ვიტეს შეკვეთას ბალზაკის წიგნიც შემოაყოლა. ვიტემ თავისთვისაც ამოირჩია წიგნი, მაგრამ ორივემ წიგნები გვერდზე გადავდეთ და ჩაის სმას მოვყევით. ბევრი ვილაპარაკეთ. ორი ჭიქა ჩაი დავლიეთ და თითქმის ღამე იყო, როცა ქუჩაში გამოვედით. ბიბლიოთეკაში ძალიან თბილოდა და გარეთ შემოცივდა. ვიტემ სახლამდე მიმაცილა. როგორც მივხვდი, რომ ისევ ბნელ ოთახში მომიწევდა ჯდომა, ცუდ ხასიათზე დავდექი. ვიტეს სიტყვები ჩემთვის წამალი აღმოჩნდა:
–სახლში არ გეზარება? იქნებ გაგვესეირნა? და მე წინააღმდეგი არ ვარ გარეთ გათენებაზე. ძალიან არ მინდა ახლა სახლში წასვლა. – არ ვიცი, ასე, კარგა ხანია, არავის სიტყვები გამხარებია. რასაკვირველია დავთანხმდი!
ზუსტად არ მახსოვს, რომელი საათი იყო, როცა ვიტესთან ავედით. მაგიდასთან დავჯექი, მან ვისკი დაასხა და წინ დამიჯდა.
–სალუტი!
–სალუტი..
ვისკი უცებ გადავკარი და თვალები მაგრად დავხუჭე. ალბათ მანაც იგივე გააკეთა. თვალები რომ გავახილე, იცინოდა.
–რა გაცინებს?
–მთელი წუთი თვალები გქონდა მოჭუტული და სასაცილო იყავი. – მეც გამეცინა, ოღონდა არ ვიცი, მის სიტყვებზე თუ საკუთარ თავზე. ჩემ წინ საათი იყო და თვალი შევავლე: დილის 5–ის ნახევარი!
სასწრაფოდ წამოვხტი, პალტოს ხელი დავავლე და კაშნე მოვიხურე. მიხვდა, რომ ხვეწნას აზრი არ ჰქონდა (ან, იქნებ არც აპირებდა?!). ადგა, ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და დამელოდა, სანამ მოვემზადებოდი. ჩემო ბოლო ატრიბუტი ქუდი იყო. დავიხურე და მისკენ მივტრიალდი. გამიღიმა:
–კიდევ როდის შევხვდებით?
–ამაზე არ მიფიქრია – უფრო გაეცინა, ახლოს მოვიდა, თმა გადამიწია, ხელი წელზე მომხვია და ერთი მოძრაობით მისკენ მიმიზიდა, ლოყაზე მაკოცა და ისე ძლიერად ჩაისუნთქა, მეგონა, მთელი ჩემი სუნთქვის შესრუტვას აპირებდა. მერე მივიდა, კარი გამიღო, გასვლის წინ ისევ გამიღიმა:
–შეხვედრამდე – მითხრა ორაზროვნად.
–ნახვამდის – სევდამოწოლილი სახით გავუღიმე და კიბეებზე დავეშვი, სწრაფად, აღარ მინდოდა, დამენახა.

პ.ს თქვენ ფიქრობთ, რომ ამის მერე მე მას აღარ შევხვედრივარ? ბიბლიოთეკაში მეორე დღესაც მივედი და ის არ შემოსულა? რამდენიმე დღე დავდიოდი მის ქუჩაზე, მაგრამ მას აივნიდანაც არ გამოუხედავს?.. ჰმ!
დიახ, ასე იყო!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s