გწერ შენ

რამდენი ხანია, ვწერ.. ვისზე და რაზე აღარ დამიწერია, მაგრამ გამომრჩი შენ. გწერ შენ.. მთავარსა და ძალიან ახლოს. შენ არ გეგონოს, რომ იმიტომ გწერ, არ გაწყენინო.. უბრალოდ მომინდა, მომეწერა..

შენ ხარ რაღაცნაირი.. მე რომ არაყოველდღიურსა და არაერთფეროვანს ვეძახი, ისეთი. ყველასათვის კარგი, მისაბაძი, სათნო, კეთილი, მიმტევებელი, გამგები, თბილი, მომღიმარი და რა გასაკვირია, თუ ჩემზე პირველივე დღიდან კარგი შთაბეჭდილება დატოვე, მერე კი ძალიან შემიყვარდი და ახლაც ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი ხარ?! რა გასაკვირია, რომ გენდობი და ჩემთვის ძვირფასია ყველაფერი ის, რაც კავშირშია შენთან?!

tumblr_lzaj2awfnV1qb5t88o1_r1_500_large

შენ მე ბევრი მასწავლე: კეთილშობილება, მიტევება, სიჩუმე, თავმდაბლობა, მორჩილება, უანგარო სიკეთე.. ერთი შეხედვით ეს ხომ ყველამ იცის? ამას სწავლება რად უნდა? მაგრამ არც ასეა.. ყველაფერი რეალურად გაცილებით ძნელია და მძიმე შესასრულებლად, მაგრამ შენი გახსენება ყოველთვის სწორ ნაბიჯს მადგმევინებდა, მივყავდი სწორ დასკვნამდე და მაძლევდა ძალას, ამერჩია გზა, რომლითაც ვივლიდი უფლის გზაზე!

შენ ყოველთვის იყავი მაგალითი. მაგალითი ყველაფერი დადებითისა. ვიცი, საკუთარ თავს ასე არ აფასებ. ცოდვიანი, არასწორი და ნაკლული ყველა ვართ, მაგრამ შენ გამოირჩევი, რადგან ცდილობ ნაკლებად გააკეთო ყველაფერი ის, რაც ვიღაცისთვის გვერდაუვლადია. შენ გწამს, გჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა უფლის შემწეობით. მე შენზე ბევრად დაბლა ვდგავარ უფლისაკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ შენ ისე იქცევი, თითქოს ჩვენ არც განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისაგან. შენ ხარ არაჩვეულებრივი – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი გაგებით! შენ არ ფიქრობ, რომ ვინმეზე რაღაცით მეტი ხარ. არ ფიქრობ, რომ ხარ რამით განსაკუთრებული ან ვინმეზე მეტად გწამს, ვინმეზე მეტად გჯერა, ვინმეზე მეტად გიყვარს და ა.შ.. შენ უბრალოდ ხარ შენ!

გმადლობ ყველაფრისთვის!

სიყვარულით, მე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s