გენატრება

გენატრება, უსაშველოდ გენატრება. ითვლი დღეებს, საათებს.. დაძინება მხოლოდ იმიტომ გინდა, რომ სიზმარში ნახო. სიზმრამდე კი ფიქრობ, ფიქრობ უსასრულოდ, ჩაძინებამდე. გენატრება, მაგრამ ბედნიერი ხარ, რადგან იცი, ისიც შენ დღეშია. ეს გასულდგმულებს, გაძლევს ძალას და სიცოცხლის უნარს.

y_073e9c5b_large

გენატრება, გენატრება და აუტანელია ეს მონატრება. ისე ნელა გადის დრო შემდეგ შეხვედრამდე.. მერე გგონია, რომ საუკუნეებია გასული უკანასკნელი შეხვედრიდან. ხედავ და გინდა, მოეხვიო. უსაშველოდ გიზიდავს. გინდა, ისევ “შემთხვევით” შეგეხოს და დატოვოს თავისი თბილი თითები შენს ხელებზე.

გენატრება. ცხოვრობ ფიქრებში და არა რეალობაში. რეალობა ცივია და უიმისო. ძალიან უცხო. ამიტომაც გაურბიხარ. ცდილობ, მეტი დრო გამონახო მხოლოდ იმისთვის, რომ იფიქრო, იწვე შენთვის, თბილად, კრემისფერ ოთახში და იფიქრო. ყველაფერს გავიწყებს მისი დანახვა. გაბედნიერებს და დედამიწას გწყვეტს.

გენატრება! ეს უკვე სხეულსა და გულში გაქვს გამჯდარი. გენატრება, როცა წამიერად მოკრავ თვალს და მერე მიეფარება.. გულს იქით.. გენატრება, მაშინაც კი, როცა ახლოს დგას და მაინც შორია, ძალიან შორი.. ერთი, ორი, მაგრამ მაინც უამრავი ნაბიჯია თქვენ შორის.. და როცა გიღიმის _ “ოღონდ, არ წავიქცე!”

გენატრება,
დაწერე.
ხელები..
მისი!
ძილი ნებისა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s