ნეტავ, რას ყვებოდა ჩვენი მეგობარი?

ეზოში ვსხედვართ. უფრო სწორად, მხოლოდ მე ვდგავარ ფეხზე, მის წინ. ჩვენ, ყველამ ახალი მეგობარი შევიძინეთ და ახლა მას ვესაუბრებით. გვიყვება საკუთარ თავზე.. ჩვენც დაუსრულებლად ვუსმენთ, ვეკითხებით, ისევ ვუსმენთ და ისევ ვეკითხებით. ქარი ქრის, მაკანკალებს, მაგრამ იმდენად მინდა მათთან ყოფნა, არ მივდივარ. თმის სამაგრი წამართვა:
– დამიბრუნე! – ვეუბნები ღიმილით და ის ჩემს სამაგრს მეგობარს აძლევს. ვცდილობ, გამოვართვა, მაგრამ ორივე ხელს მიჭერს. ვჩერდები, ხელები რომ გამიშვას, მაგრამ ამას არ აპირებს. იმდენს ხანს უჭირავს ჩემი ხელები, ხუთამდე ვითვლი გულში (თუმცა ეს “ხუთი” უსაშველოდ, საუკუნოდ იწელება ჩემთვის.. ალბათ მისთვისაც).. ვართ მხოლოდ მე და ის! გარშემო ყველა და ყველაფერი ერთმანეთში ირევა. სმენა გუბდება და მხოლოდ მის ხელებში მოქცეულ საკუთარ გაყინულ ხელებს ვხედავ. ჩემთან შედარებით თბილია..
– შენ რა თბილი ხელები გქონია.. – მიყურებს, ჩემს გალურჯებულ თითებს საკუთარ ხელებში იქცევს, სულს უბერავს. თბილი სუნთქვით ცდილობს გამათბოს. ძალიან დამთბა, მაგრამ ხელები ისევ გაყინული მაქვს.. სხეულში მცხელა. მინდა რაღაც ვთქვა, მაგრამ ძალა გამოლეული მაქვს, არ შემიძლია.
– დაჯექი – მის გვერდით ვჯდები და შუბლს მხარზე ვადებ. ისევ მითბობს ხელებს, მაგრამ მე მხოლოდ შიგნიდან ვარ უსაშველოდ ცხელი. თავს მისი მხრიდან ვიღებ და ტაძრის კედელს ვაყრდნობ. ახლადშეძენილი მეგობარი ისევ ყვება რაღაცას, მაგრამ მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს ვგებულობ. ვერ აღვიქვამ, რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის..
– არ გაგითბა ხელები? – ვერკვევი, ვიღიმი..
– ჩემს ხელებს რა გაათბობს?!

tumblr_liobluechj1qb8pybo1_500_large

სახლში ვარ. ვწევარ და ხელები საოცრად თბილი მაქვს, არაბუნებრივად. მგონი, სიცხე მაქვს – ძალიან ცივი ქარი ქროდა.. მაგრამ, თუნდაც, იყოს! მაციებს შიგნიდან და საოცრად, საოცრად ბედნიერი ვარ. დედამიწიდან რა პატარები ჩანხართ.. ვაანალიზებ ყველაფერს და ჩემი ლურჯი პეპლები თავს მახსენებენ.

ნეტავ, რას ყვებოდა ჩვენი მეგობარი?

Advertisements

One thought on “ნეტავ, რას ყვებოდა ჩვენი მეგობარი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s