აუტანელი

აუტანელია დრო ღამის 1 საათიდან დილის 8–ის ნახევრამდე, ან დღის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე..

როცა არ იცი, რატომ! თავში უამრავი აზრი გებადება – იქნება სწორედ ეს არის ყოვეგვარი აუტანლობის საწყისი? იქნებ ამან გააუფერულა ყველა და ყველაფერი? იქნებ ამიტომაცაა, რომ სხვა აზრი თავში აღარ გიტრიალებს და ყველა შენი ოცნება, მოქმედება, ფიქრი, იდეა მხოლოდ მას უკავშირდება? შენ მის გარშემო ხარ და მთელი შენი სივრცე მას უკავია! ფიქრობ, ღელავ, გრძნობ ულიმიტოდ! გესიზმრება და უკვე ატყობ, სიგიჟის ზღვართან ახლოს ხარ! შეხვედრისას მიწას სწყდები და თვალები კისრისტეხით მისკენ მირბიან, სადღაც, შენ შიგნით უამრავი პეპელა აფარხულდება და ფიქრობ, ოღონდ ახლა არ წავიქცე..

ლურჯი
ეს არის საწყისი აუტანლობისა. ჩაივლის, ჩაიფრიალებს და წავა. ჩქარა, რადგან შენ ახლოს ხარ. რაღაც მოხდება და იმ უამრავ პეპელას თვითონ ხოცავ შენ შიგნით! ხან შენს ხელებს საკუთარ ხელებში მოიქცევს, თბილი სუნთქვით გითბობს. ხან ლოყაზე გჩქმეტს. შეგეხება და გრძნობას კარგავ! პეპლები ისევ აფრთხიალდებიან, უსაშველოდ აწყდებიან შენი სხეულის კედლებს და გინდება, გამოუშვა! გინდება, შენი მკერდიდან უამრავი ლურჯი პეპელა ამოფრინდეს და ზეცას შეერწყას! ვითომ და შემთხვევით, ანდაც გამიზნულად, მაგრამ (ვითომ) მეგობრულად შეგეხება.. საკუთარ ხელს დიდხანს ტოვებს შენს ხელზე – სანამ გაშვება აუცილებელი არ გახდება და შენ გგონია, რომ ეს წამი მთელი საუკუნეა. მკვდარი პეპლები კი ისევ საავდროდ გამზადებულ ღრუბლებს ემსგავსებიან და თითქოს ცას წასვლას ლამობენ. შიგნიდან განადგურებენ! ისევ ფიქრობ, ოღონდ ახლა არ წავიქცე.. თუმცა რა? წაიქეცი! მიწას არ გაგაკარებს..

ისევ ოცნებობ.
ამოგხდება სული! იქნებ და სულ არაფერია? იქნებ შენ ასხამ ფრთებს და გეჩვენება ყველაფერი? ჰო, ხან ასეცაა.. ცაში დაფრინავ მასთან და მერე, ორი სიტყვა ყველაფერს ანადგურებს! პეპლები ისევ იხოცებიან! შენს ლურჯ ცრემლებს გამოჰყავთ გარეთ და ისევ შენს ხელებზე საფლავდებიან.. თვითონ დახოცე ისინი! არ უნდა გექნა ეს! ადანაშაულებ საკუთარ თავს! ბრაზი მოგდის და იძინებ, მაგრამ სულ ტყუილად: გესიზმრება! აი, ახლაც, რომ არ დაწერო, ისევ დაიძინებ, თუმცა რა? რომ დაწერ, მაინც დაიძინებ. იმედია, რაიმე კარგი დაგესიზმრება. მაგრამ ლურჯი – ვერ მოიშორებ!

გასულდგმულებს ის, რომ ეს ყველაფერი ღვთის ნებაა.. და ყველაფერი ცუდი უბრალოდ სასჯელია შენი ცოდვებისთვის! მერე რა? სამაგიეროდ ცოდვებს გამოისყიდი. ოდესმე შენთვისაც გაიღიმებს მზე და ის! უფალო, დამიფარე.

აუტანელია დრო ერთი დღიდან მეორემდე, უკვე ღამის 1 საათიდან დილის 9 საათამდე და დღის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე!
ლურჯი..
ტკბილი სიზმრები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s