ოდესღაც ვხატავდი

tumblr_lzfgk6EWZ51r61s0oo1_500

ხელში ფანქარი მიჭირავს, წინ სუფთა ფურცლები მიდევს, მარჯვნიდან მზის შუქი ეცემა ჩემს აკვარელს. ფანქარს ნაგვის ურნაში ვისვრი და ხელში ფუნჯს ვიღებ. “იცით, მომწონხართ.. და რატომღაც მეუცხოებით, არადა ჩემი ხელებიც თქვენი მგონია..” ვიხსენებ და ვცდილობ სხეულში დატრიალებული ქარბორბალა ნახატად გადავაქციო, ფურცელზე გადმოვანთხიო და მერე, დამშვიდებულმა ღრმად ამოვისუნთქო.. უკვე წარმომიდგენია: ეს იქნება მშვიდი, მაგრამ ოდნავ აღელვებული სუნთქვა, რომელიც გეშვება და ლურჯი მელნით დათხუპნულ წლებს გავიწყებს.. ფუნჯს ფურცელს ვადებ.. და ხელის ფრთხილი მოძრაობით ვცდილობ ტკენის ყინული დავადნო, ასი წლის შუქიც თითქოს მხოლოდ კენტი ღამეა.. ვაგრძელებ ფუნჯის წვალებას.. კლაკნილი ხაზები, წრეები, ყავისფერი პეპელა. არაფერი გამოდის!! თვალები წყლით მევსება (მე ხომ ოდესღაც ვხატავდი) და ხედვაც წყალდება. ფუნჯი გარბის თავისით, არ მემორჩილება, მმართავს. ფურცელი ყავისფერი მელნით მოვთხვარე!! მერე ეს ფერი გადავაგდე და დანით წითლის გაჭრას შევუდექი. ხელი გამეჭრა.. სისხლს ვერ ვიოკებ! (აკი გითხარი, სისხლზე მეტი ხარ ჩემში–თქო!) ნერვები აღარ მაქვს, სუნთქვა მიჭირს! ასე დამვიწყებია.. მე ხომ ოდესღაც ვხატავდი.. ფუნჯს ვისვრი, გარეთ ფეხშიშველი გავდივარ, მზე ჭრილობას მიწვავს.. უახლოეს კარში შევდივარ..
–”გამარჯობა, ეს დაკარგული ნიჭის ბიუროა?”
–”თქვეენ?? თქვენ ოდესღაც ხატავდით?”

დ ა მ ი ბ რ უ ნ ე !

Advertisements

3 thoughts on “ოდესღაც ვხატავდი

  1. ისეთივე არაჩვეულებრივი იყო,როგორც შენი სხვა პოსტები ^^ საყვარელო :* ♥ ♥
    მეც მიმასწავლე რა,დაკარგული ნიჭის ბიურო .. ^^ ძალიან მჭირდება :)) ♥♥♥

    • საქმე ისაა, რომ მისამართი არც მე ვიცი… ჩემი აყვავებული ალუბლის გოგო ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s