მადლობა ვარსკვლავებს

ის სილამაზე უბრალოდ იყო ჩურჩული. ჩურჩული, რომელსაც გავექეცი და მერე გადავხვეწე! გავუშვი! თავისუფლება მივეცი და მანაც გაიშალა თმა! ტანში ჟრუანტელმა დაუარა! წინ გაიჭრა და ჰაერს შეეჭრა. შეგიძლია დამხატო.. მჭირდები! უბრალოდ მინდა, რომ გეკუთვნოდე, მეკუთვნოდე, გვეკუთვნოდეს ყველაფერი, რაც მე, შენ და ჩვენს სამყაროს ჰქონდა. მინდა, რომ დაბრუნდეს. დაბრუნდეს და დარჩეს! მანამდე, სანამ ორივეს არ მოგვბეზრდება! მინდა იყო ჩემი და ერთად ველოდებოდეთ ყოველ მორიგ გათენებას! მინდა შენთან ერთად ვეღარ ვძლებდე ბგერების ვაკუუმში და მივდიოდე დასკვნამდე, რომ ცალ–ცალკე უკვე ნიშნავს უარყოფას! მინდა ამ ქაფიან დღეებში შენთვის ვიცინოდე და შენთან ვარსებობდე! გადავარდა ზღვა თავის ნაპირებიდან და ისევ სისხლზე მეტი ხარ ჩემში! ვილტვი შენკენ და მაწამებს უკიდეგანობა. რომ თურმე ორი კიდე მქონია.. სარკის ხელები, არც წვიმა მოვა და ამ სინათლეში უკვე აღარც ჩანს.. ჩიტები ჩამოცვივცდნენ შენი ნახატებიდან, ვხედავ.. გარდაიცვალნენ.. მეცოდებიან, მაგრამ მძულს! არ მანაღვლებს! მე შენ მიყვარხარ. მირჩევნია დამასამაროს კაცთა ხსოვნამ.. არ მინდა.. უ–შენ–ოდ! მოდი, მომეფერე. წელზე შემეხე შენი სარკის თითებით. ვიცი, გავიყინები, მაგრამ არც ახლა ვარ თბილად. მოდის, მოდის, მოდის, მოდის……….. მე შენ გსუნთქავ. ცოტაღა დამრჩი. თუ არადა წამეშლები, გამიქრები. აშალე რითმები და გააცოცხლე გარდაცვლილი, შავი ჩიტები! უყვარხარ ჩიტებს! თუარადა ცოცხლად მიგლოვეთ! მიგლოვეთ! მე მიყვარდა! მიკაწრავს გულს ამ წარსულის მელნით დათხუპნული კედლები! მეშინია! მოდი, ისევ გაავსე “შენ” ჩემში და დარჩი!

ცოცხით მოწმენდილია ცა.. მადლობა ვარსკვლავებს..

tumblr_lvjkgmzUZI1r3e29go1_500_large

Advertisements

3 thoughts on “მადლობა ვარსკვლავებს

  1. ”გადავარდა ზღვა თავის ნაპირებიდან და ისევ სისხლზე მეტი ხარ ჩემში!”
    დამბურძგლა..^^ ძალიანმაგარი იყო! ♥ ♥

    • ჩემი აყვავებული ალუბლის გოგო ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s