უსახეობა

“წარწერა ერთი სახლის კედელზე: აქ იპოვეს ტყვიით მოკლული 5 წლის ოქროსთმიანი გოგონა.”

გაჩუმებული ციდან ნელი ღრუბლები ყვავილებს ცრიდნენ. ცეცხლის ფურცლები და ფოთლები წიგნებივით ეყარა ველად. ყველა ღარიბი იყობ და ყველა ლამაზი.. თეთრთოვლიანი მინდვრები, როგორც სასაფლაო, როგორც თეთრი კუბოები, როგორც მგლოვიარე ეზო. მარილივით მწუთხე თვალებით მისჩერებიან ბავშვები სანთელს. სახლი და სივრცე და სიყვარული და რაღაცა, რაც ძალიან შენია. მოდის და გრძნობ მის ნაბიჯებს. დღემდე არავისთვის შემიხედავს ასეთი დაუოკებელი სულიერი თრთოლვით. საათები ჩემი ხელით ემართებოდა.. მერე მზე გადაესხა და დაიფარა. არც სივრცე იყო და აღარც დრო.. ვეღარ ვმართავდი.. გადადედამიწისფერდა მერე ყველაფერი. ვხედავდი იტანჯებოდა, მაგრამ ვერ მივდიოდი! არ შემეძლო.. უფრო სწორად შემეძლო, მაგრამ არ მინდოდა.. რაღაც შინაგანი არ მიშვებდა.. საშინლად მცხელოდა.. თუმცა ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო, მაგრამ თოვლით არა! რაღაც ნაფლეთებით.. მერე ეს ნაფლეთები ქარბუქმა აყარა და დავინახე, როგორ გამიყოლა მეც. იმ ნაფლეთებს შევყევი და სადღაც წავედი! პატარებს ისევ მწუთხე თვალები ჰქონდათ და ახლა უკვე ჩამქრალ სანთელს უყურებდნენ.. ნელი ღრუბლები ყვავილებს კი არა წითელ წვიმას ცრიდნენ. ცეცხლის ფურცლები აღარ ეყარა და გამიკვირდა. სადღაც მივყავდი და დავინახე. საკუთარ თავს ვუყურებდი..

tumblr_lh2mah41uF1qc9ctzo1_1280_large

“დღემ სიზმრებამდე გადაამეტა შეღამებული დილების ლანდი, შუადღე – მსგავსი შუაღამეთა..”

ყველაფერი რიგზეა!

Advertisements

2 thoughts on “უსახეობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s