უსათაურო

მზისგამონაშუქით დაგიხატავ სიზმრებს, დახეული ზეწრიდან ცას მოგაწოდებ, ცისფერი მთების უზომელ სიმშვიდეს შემოვიტან შენში, ზღვას გადავასტაფილოსფრებ და თეთრი ზმანებით გავავსებ, თავისუფლებას, ჯაჭვებით დაბმულს, გამოვიხსნი უმანკოების ტყვეობიდან და ღმერთს მივაწვდენ მიწის კივილს “მ ი ყ ვ ა რ ხ ა ა რ!” ფანჯრის მინაზე ასხლეტილი მზის სხივივით დაგკარგე უსასრულობაში.. ახლა კი მკვდარ წლების წიაღში ვურევ ხელებს და მუსიკაში ვიხრჩობი. ვამპირული გზნებებით ვეტუზები ცივ კედლებს და გაყინულ, ბნელ სიჩუმეს ვეჩვევი. საღამო უზარმაზარ პეპელასავით შლის ფართო, ყავისფერ ფრთებს. საყვარელ სურათს ვაბჯენ მზერას და ვხვდები, როგორ აკლიხარ მე-ს! გჩემობ იმდენად, რომ ჩემი ხელებიც შენი მგონია.. უცნაურ ფერებში ვიხატავ თვალებს , გაბზარული ცის ანარეკლებიდან ვუყურებ გრძნობების მორევს, ვეუბნები დროს, რომ დუმილი არ ნიშნავს დანებებას!
..და წვეთები გადაღებული წვიმისა. ვთბები. საათები სიყვარულის ხელით იმართება!

tumblr_lu6da8toEF1qb8pybo1_500_large

Advertisements

3 thoughts on “უსათაურო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s